„ასწავლე საქართველოსთვის“ – პროგრამა რეგიონების სკოლებისთვის
რეგიონებში პედაგოგების სიმცირე გამოწვევად რჩება. „ასწავლე საქართველოსთვის“ – 2009 წელს სხვადასხვა რეგიონში სწორედ მასწავლებლების დეფიციტის შესავსებად დაწყებულ პროგრამაში ცვლილებები იგეგმება. მანამდე სპეციალისტებმა 17-წლიანი პროცესის შედეგები უნდა შეაფასონ და გამოიკვლიონ, რის შემდეგაც გადაწყვეტენ, რომელ რეგიონებში რა მიმართულებითაა საჭირო პროგრამის გაფართოება. პროგრამის ფარგლებში გადამზადებული მასწავლებლები 2009 წლიდან სხვადასხვა რაიონსა და სოფელში მიდიან და საჯარო სკოლებში სწავლის პარალელურად კოლეგების კვალიფიკაციის ამაღლებაზეც ზრუნავენ.