პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია დაიწყო 

12:26, 15.05.2026

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია დაიწყო – პროცესი 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ესაა რეგისტრაციის მესამე ეტაპი და მიმდინარეობს ონლაინრეჟიმში. ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია განხორციელდება 12 საპილოტე ქალაქში და ეფუძნება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში 2026 წლის 15 აპრილის მდგომარეობით დაფიქსირებულ მისამართს. იმ პირებისთვის, რომელთა საცხოვრებელ მისამართად აღნიშნულია ოკუპირებული ტერიტორია, სასკოლო უბანი განისაზღვრება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მოწოდებული იურიდიული მისამართის საფუძველზე. მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 27 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

მსგავსი