პედაგოგების დაჯილდოება

საქართველოს განათლების მინისტრმა ხაშურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. გივი მიქანაძემ მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატები გადასცა. ღონისძიებაზე წარჩინებული მოსწავლეებიც დაჯილდოვდნენ. მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, 10 ოქტომბრის ჩათვლით, პედაგოგთა დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება, დასკვნითი ღონისძიება კი თბილისში, 27 ოქტომბერს ჩატარდება.