საქართველოს საპატრიარქოში, ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საპილოტედ თავდაპირველად, თბილისის 20 საჯარო სკოლა შეირჩა, სადაც ღირებულებითი განათლების 40-მდე კლუბი ჩამოყალიბდა. ამ დროისთვის პროექტში 1000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული. განათლების სამინისტრომ, უკვე დაამტკიცა ღირებულებითი განათლების ხელშეწყობის პროგრამა და ახალი სასწავლო წლიდან თბილისში, უკვე – 50 სკოლაშია წარმოდგენილი. პროექტში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი.