პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები თბილისის 169-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. დეპუტატებმა წარჩინებულ ახალგაზრდებს ერთი ვერცხლისა და შვიდი ოქროს მედლის მფლობელებს – მედლები სკოლაში გამართულ დაჯილდოების ღონისძიებაზე პირადად გადასცეს. ამასთან, კომიტეტის წევრებმა ახალრეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერეს და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.