სკოლების რეაბილიტაცია გურიაში

12:21, 30.09.2025

განათლების მინისტრმა გურიის რეგიონში სამი ახლადრეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა. საუბარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის N3, სოფელ მაკვანეთისა და სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლებზე. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. პროექტების ჯამური ღირებულება 17 მილიონ ლარამდეა. სამივე სკოლაში, სასწავლო სივრცეების პარალელურად, მოწყობილია საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, სპორტული დარბაზი, რეკრეაციული სივრცეები. სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

მსგავსი