გამამტყუნებელი განაჩენი

ორივე ინსტანციაში დამნაშავედ ცნობილი ყოფილი პრეზიდენტი.

მიხელ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე დღეს სააპელაციო სასამართლომაც გაამტყუნა. საუბარია ეპიზოდზე, სადაც ყოფილ პრეზიდენტს პროკურატურა გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულების შეწყალებისას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. სასჯელი, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, მოსამართლემ ძალაში დატოვა.

რა პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა დღევანდელ გადაწყვეტილებას, თეონა ხუბულავას სიუჟეტში ნახავთ.