სააკაშვილის სასამართლო პროცესი

საკუთარი პარტიის შიდა პოლიტიკური გარჩევებისგან დისტანცირებულია მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ახლა მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას ელოდება.

ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვა დღეს კიდევ ერთი უცხოელი ექიმის დაკითხვით გაგრძელდა. ტოქსიკოლოგის და ნევროლოგის შემდეგ, სასამართლოს წინაშე დისტანციურად ამჯერად გასტროენტეროლოგი, სტიუარტ ფინკელი წარდგა. კვლევებზე დაყრდნობით ამერიკელი მედიკოსი ასკვნის, რომ ექს-პრეზიდენტის დიაგნოზი, ანუ კახექსია სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი უნდა იყოს. ექიმი, რომელსაც პაციენტი პირადად არ გაუსინჯავს, სააკაშვილის არასწორ მკურნალობაზეც მიუთითებს.

გასტროენტეროლოგის გამოკითხვის დროს დარბაზში სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა.