დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი

ამ წუთებში მთელი მსოფლიოს ყურადღება ნიუ იორკის შტატის სასამართლოსკენაა მიმართული.

დაახლოებით ერთ საათში ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. ნიუ იორკში პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. მანჰეტენის სასამართლოში ჩანიშნული პროცესის პარალელურად დონალდ ტრამპის მომხრეები და მოწინააღმდეგეები აქციებს მართავენ. სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს, 2016 წლის დროინდელ საარჩევნო კამპანიას და იმ თანხას ეხება, რომელიც გამოძიების მტკიცებით, ტრამპმა პორნო-ვარსკვლავს წარსული ურთიერთობის დამალვის სანაცვლოდ გადაუხადა. წინა კვირას ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა კოლეგიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტი გახდა, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. საინტერესოა, შეუშლის თუ არა ხელს სასამართლო პროცესები ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.