„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული და თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქცია „თავისუფლება მიშას“ გამართეს. შეკრებილებმა სიტყვით გამოსვლისას ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ უნარებსა და შესაძლებლობებზეც ისაუბრეს. მონაწილეებმა პროტესტი საქართველოს ჰიმნის ფონზე დაასრულეს.