„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული და თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქცია „თავისუფლება მიშას“ გამართეს. შეკრებილებმა სიტყვით გამოსვლისას ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ უნარებსა და შესაძლებლობებზეც ისაუბრეს. მონაწილეებმა პროტესტი საქართველოს ჰიმნის ფონზე დაასრულეს.