საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე

საბიუჯეტო სახსრების – 9 მილიონი ლარის გაფლანგვაში ბრალდებულის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის მოქმედი მრჩეველი დაიკითხა.

სიმონ ნოზაძე დაცვის მხარის მოწმე იყო და ადვოკატები ცდილობდნენ იმის დემონსტრირებას, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან, ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც, ხარჯი ბიუჯეტიდან იმ წესით იწეოდა, რაშიც სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია არიან ბრალდებული.

პროცესის დეტალებს ბელა ზაქაიძე გვეტყვის.