34 ბრალდება ტრამპის წინააღმდეგ

34-მდე მუხლით წაყენებული ბრალდება – ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დღეიდან ოფიციალურად ბრალდებულის სტატუსს ატარებს.

ნიუ იორკის შტატის სასამართლო გუშინ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მომხრეების და მოწინააღმდეგეების აქციების ფონზე პროკურორმა დონალდ ტრამპს ბიზნეს-დოკუმენტაციის მრავაჯერადად გაყალბების ბრალდება წაუყენა. გამოძიება თეთრი სახლის ყოფილ ლდერს 2016 წლის საარჩევო კამპანიის დროს პორნო-ვარსკვლავისთვის წარსული ურთიერთობის დამალვის სანაცვლოდ გადახდილ სოლიდურ თანხას და ამომრჩევლებისთვის რეალური ინფორმაციის დამალვას ედავება. ტრამპი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და როგორც მოსამართლეს, ასევე პროკურორს მწვავედ აკრიტიკებს. ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით, ბრალის წაყენების მიუხედავად, ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კამპანიის წარმართვა მაინც შეუძლია. აშშ-ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში მას ხელს საპატიმრო სასჯელიც კი არ შეუშლის.