სააკაშვილი პოლიტიკურ დებატებში ჩართვას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას დებატებში ჩართვას და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებას სთხოვს.

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს ექს-პრეზიდენტივივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული სააკაშვილი თავს უდანაშაულოდ და შურისძიების მსხვერპლად აცხადებს, მხარდამჭერების მიმართ მისი მთავარი გზავნილი ერთიანობა და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან არიდებაა. თვეების წინ ქართული პოლიტიკისგან დისტანცირების დაანონსებაში და შემდეგ პოზიციის ცვლილებაში პრობლემას ვერ ხედავენ მისი თანაგუნდელები, რომლებიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ექს-პრეზიდენტს წამების მსხვერპლად მიიჩნევენ. თუმცა, უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნა ამჯერად სააკაშვილის პოლიტიკურ პროცესებში და საარჩევნო კამპანიაში ჩართვის მოთხოვნამ შეცვალა.