გალში IPRM-ის შეხვედრა მიმდინარეობს

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს.

აუდიენციის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე ირაკლი ანთაძემ ჩაანაცვლა. მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე აუცილებლად იქნება განხილული 2016 წლის 19 მაისს ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმე. ასევე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მომხდარი ყველა ფაქტი.