შეხვედრა ერგნეთში

უკვე ოთხი საათია, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. რიგით 118-ე დისკუსიის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ ბოლო დროს განხორციელებულ უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს. საუბარი შეეხება საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას. ასევე თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეს. უსაფრთხოების საკითხებთან ერთად განიხილება ჰუმანიტარული თემები.