შეხვედრა ერგნეთში

12:08, 01.11.2023

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. საუბარი საქართველოს მოქალაქეების გატაცებას, მათ შორის გუშინდელ უკანონო დაკავებას შეეხება. განიხილება წინა დისკუსიიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა ინციდენტი. იმსჯელებენ ჰუმანიტარულ საჭიროებებზეც. ამჟამად, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში საქართველოს შვიდი მოქალაქე რჩება. გუშინ კიდე ერთი პირი სოფელ გვირგვინასთან დააკავეს.

მსგავსი