შეხვედრა ერგნეთში

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება. მთავარი საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე თამაზ გინტურის მკვლელობა იქნება. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ მოითხოვენ მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯას. საუბარი შეეხება უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას.

ნინო ფისაძე დეტალებით.