შეხვედრა ერგნეთში

12:11, 27.04.2023

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე, ერთი კვირის წინ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისში მომხდარ ინციდენტზე იმსჯელებენ.

უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება და უკანონო ბორდერიზაციის პროცესი იქნება მთავარი განსახილველი საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე.

მსგავსი