მორიგი შეხვედრა ერგნეთში

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული ქმედება არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ქართული მხარე, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე რაუნდზე მსჯელობს.

შეხვედრა სამი საათია მიმდინარეობს.  განსახილველ თემებს  შორისაა:  მცოცავი ოკუპაცია,  გუგუტიანთკარში განვითარებული მოვლენები,   საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო დაკავებები, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასა და მის წამებაში დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის საკითხი.

დატოვე კომენტარი