ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული ქმედება არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ქართული მხარე, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე რაუნდზე მსჯელობს.
შეხვედრა სამი საათია მიმდინარეობს. განსახილველ თემებს შორისაა: მცოცავი ოკუპაცია, გუგუტიანთკარში განვითარებული მოვლენები, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო დაკავებები, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასა და მის წამებაში დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის საკითხი.