ვითარება საოკუპაციო ზოლთან

ამ დრომდე ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში რჩება საქართველოს სამი მოქალაქე. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ადგილობრივები ოკუპირებულ სოფელ აძვის მიმდებარედ დააკავეს. შემთხვევა გიორგობის დღესასწაულის მეორე დღეს მოხდა. საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაში სალოცავად იმყოფებოდნენ. უკანონოდ დაკავებულთა ოჯახის წევრების ინფორმაციით, ე.წ. სასამართლო პროცესი ორშაბათს არის ჩანიშნული. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.