თურქეთის დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან

12:27, 18.04.2024

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე თურქეთის საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. დელეგაციის წევრები რუსეთის მიერ განხორციელებული ბორდერიზაციის და მცოცავი ოკუპაციის შედეგებს გაეცნენ. სტუმრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი მიდგომების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის დელეგაციამ შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა.

მსგავსი