შეხვედრა ერგნეთში

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის დაწყების წინ გახდა ცნობილი. რიგით 110-ე შეხვედრაზე მონაწილეები გამყოფ ხაზთან წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ინციდენტებს განიხილავენ.

ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებას.