ჩაშლილი მოლაპარაკებები

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი ჩაშლილი რაუნდი და იმედი, რომელიც მოსკოვს გაუცრუვდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სხვა მოლოდინი ჰქონდათ, თუმცა იმედები სრულებით არ გამართლდა.

რუსეთი უკმაყოფილოა საქართველოს პარტნიორების მხარდამჭერი განცხადებებითაც, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ამას პროვოკაციად მიიჩნევენ.

რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებების ჩაშლა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე ოკუპანტი მეზობლის მიერ დაფიქსირებული ნეგატიური პოზიცია არ უკვირთ ექსპერტებს.

შეფასებები კეთდება პოლიტიკოსების მხრიდანაც. ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები განახლდება ერგნეთში.