გენერალი კვინიტაძე – გაცოცხლებული ისტორია. 26 მაისს რუსთაველის გამზირზე უნიკალური ექსპოზიცია იგეგმება. რუსთაველის თეატრის ფოიეში თქვენ ნახავთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარსარდლის, გიორგი კვინიტაძის სამოსის კოლექციას და მემორიალურ ნივთებს. მათ შორის არის გენერლის მუნდირი, სამხედრო პერანგი, ჩოხა-ახალუხი.
უნიკალური კოლექცია სამხედრო მოღვაწის შვილმა, ნანო კვინიტაძემ 2007 წელს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცა.
თათია კუჭუხიძის რეპორტაჟში ექსპონატები, რომლებიც საქართველოს პოლიტიკისა და დიპლომატიის ისტორიას ასახავს.