საქართველოში სუიციდის მაჩვენებელი კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება. ბოლო ექვსი თვის სტატისტიკა სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს.
ცალკეა მოყვანილი თვითმკვლელობის მცდელობის სტატისტიკური მონაცემებიც, რაც ასევე მაღალია. სუიციდის მთავარ მიზეზად ექიმები ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევებს ასახელებენ.
სპეციალისტები გამოსავალს პრევენციული ზომების გამკაცრებაში ხედავენ. სპეციალისტები და უფლებადამცველები მთავრობას ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა მიმართ კომპლექსური პროგრამის ამოქმედების ვალდებულებასაც ახსენებენ.