თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზების შედეგები ცნობილია.

როგორც გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი უნდა იყოს მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია. ამასთან, ბრიფინგზე ითქვა, რომ ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები ყალბია, რასაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. დღესვე ჟურნალისტებს დახურულ დარბაზში საქმეში არსებული ვიდეო-აუდიომასალა წარუდგინეს, სადაც პროკურორის თქმით, სხვა თემებთან ერთად, თამარ ბაჩალიაშვილი ტყეში სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებაზეც საუბრობს.

ხათუნა გაგნიძე გაგვაცნობს დეტალებს.