#გამომძიებელი #რეპორტიორი „აზარტის მძევლები“
- აზარტული თამაშები, რომლებიც ახალგაზრდების თვითმკვლელობით მთავრდება.
- პირდაპირ სახლებში შემოჭრილი ონლაინკაზინოები – კაზინოები ჩვენს პერსონალურ კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებში.
- ელექტრონული თამაშების კლუბები ყველა ფეხის ნაბიჯზე, ზღვარდაუდებელი რეკლამა, რომელიც ფეხდაფეხ დაგვდევს და თამაშისკენ მოგვიწოდებს.
- თამაშები, რომლებშიც ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლეს კომპიუტერული პროგრამა განსაზღვრავს და არა თამაშის ლოგიკა.
- „გამომძიებელი რეპორტიორის“ რამდენიმე ექსპერიმენტი ელექტრონულ კლუბებში და აღმოჩენილი მძიმე კანონდარღვევა,
ჩვენ მიერ აღმოჩენილი საეჭვო სქემა, მანკიერი ფინანსური წრე, რომელსაც ეროვნული ბანკი ვერ ხედავს.
„აზარტის მძევლები“ – „გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმი
მასალა წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ამ ოფიციალური გვერდის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.