დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

18:28, 21.08.2026

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის – ოთხ კილოგრამამდე „ალფა-პვპ“-ს გავრცელების მცდელობა აღკვეთა შსს ქვეყანაში. ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს. დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. მას ბრალად ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვის მცდელობა, უკანონოდ გადაზიდვის მცდელობა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მცდელობა ედება. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი, უცხო ქვეყნიდან მისთვის შენიღბულად გამოგზავნილი ნარკოტიკის რეალიზაციას გეგმავდა, დაკავებულს აღნიშნული ნარკოტიკი თბილისში მდებარე  ერთ-ერთ ავტოსადგომზე უნდა მიეღო. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი