თბილისში მკვლელობა მოხდა
თბილისში, დიდუბის რაიონში მკვლელობა მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოკლულია ქალი და მამაკაცი.
ასევე, არსებული ინფორმაციით, ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ, მათ საცხოვრებელ კორპუსთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
ოფიციალური კომენტარი მომხდარის შესახებ ჯერ არ გაკეთებულა.