პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე დახურა 

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა. ხუთთვიანი ძიების შემდეგ, პროკურატურამ დაასკვნა, რომ კომპანია „ზეგის“ თანამშრომელმა თავი მოიკლა, სიკვდილის მიზეზი კი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

საკუთარ პოზიციას უწყება 600-ზე მეტი ადამიანის გამოკითხვის შედეგებით, რამდენიმე ექპერტიზის დასკვნებით, თამარის კომპიუტერიდან და ტელეფონიდან მოპოვებული მასალებით, სოციალური ქსელების შესწავლით და ვიდეოკამერების ჩანაწერებით ამყარებს. პროკურატურამ დღეს თვითმკვლელობის მოტივიც დაასახელა და იქვე მიუთითა, რომ სუიციდზე ფიქრი გოგონამ თვეებით ადრე დაიწყო.

გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი პროკურატურას ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს და სამართლებრივი დავის გაგრძელებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპირებს.