„ქალთა მოძრაობის“ განცხადება

„ქალთა მოძრაობამ“ პროკურატურასთან პრესკონფერენცია გამართა. მოძრაობამ ასდღიანი კამპანია „ნინის გამო“ დააანონსა და საზოგადოებას კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდა. ისინი სახელმწიფოსგან ბავშვებისა და ქალების სექსუალური ძალადობისგან დაცვას ითხოვენ და ხუთ ძირითად მოთხოვნას ასახელებენ. „ქალთა მოძრაობამ“ ასევე საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც მოითხოვა. პროკურატურასთან ანა დოლიძეც იმყოფებოდა, რომელმაც ხელისუფლება და ოპოზიცია თემისადმი გულგრილობაში დაადანაშაულა.

საქმე ეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის ფაქტს, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.