აღკვეთის ღონისძიება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ვინაიდან საქმე სექსუალურ ძალადობას ეხება. ბრალდების მხარემ სასამართლოს პატიმრობის გამოყენებით მიმართა, ვინაიდან არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რაც შეეხება დაცვის მხარეს, აღნიშნული მუხლი სავალდებულო დაცვას არ გულისხმობს და ბრალდებულს ადვოკატი არ ჰყავდა. საქმეზე სასამართლო წინა სასამართლო პროცესი 23 ივნისს განახლდება.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 26 წლის ქალი გააუპატიურა. რის შედეგადაც, მძიმე ფსიქოტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ქალი მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.