ფოტოსკოლა მთიან აჭარაში

მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ფოტოგრაფიის შესწავლის შანსი გაუჩნდათ. ღორჯომის ხეობაში, რომელიც რაიონულ ცენტრს ხშირად წყდება, პირველი ფოტო-კლუბი გაიხსნა. ინიციატივა ფოტოხელოვან ნათელა გრიგალაშვილს ეკუთვნის, რომელიც ფიქრობს, რომ კლუბი ადგილობრივებს შემოქმედებითი უნარების გამოვლენის საშუალებას მისცემს და შიდა მიგრაციასაც შეაჩერებს.

ჩვენი ჟურნალისტი, თათია ბუხრაშვილი ხეობაში ჩავიდა და პირადად ნახა, როგორ ეუფლებიან  ხეობის 15 სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები ფოტოხელოვნებას.