გურამ წიბახაშვილის ფოტოგამოფენა

100-მდე ფოტო, სხვადასხვა ისტორია და პერიოდი – LICHT Gallery-ში გურამ წიბახაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. დამთვალიერებელს ერთი თვის განმავლობაში ფოტოგრაფის აქამდე უცნობი ფოტოების ნახვის საშუალება ექნება. ფერადთან ერთად, საგამოფენო სივრცეში განთავსებულია შავ-თეთრი ნამუშევრებიც, რომლებიც საღებავითა და ფუნჯით არის მოხატული.

გალერეას ექსპოზიციის გახსნამდე, ავტორთან ერთად, ნატა ტაბიძე და გიორგი ბაზერაშვილი ესტუმრნენ.