ფოტოსერია „მაღალმთიანი აჭარა“ - საერთაშორისო წარმატება

ქართველი ფოტო-ხელოვანის საერთაშორისო აღიარება.

ფოტოებზე გადატანილი მაღალმთიანი აჭარის ყოველდღიურობა შვეიცარიაშიც ნახეს. ფოტო-სერიის ავტორი, ნათელა გრიგალაშვილი ცნობილ ფესტივალზე სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა.

ნათელა გრიგალაშვილი 10 წელია მაღალმთიან აჭარაში მუშაობს და ადგილობრივების ცხოვრებას ფირზე აღბეჭდავს. ქართველი ფოტოგრაფი, რომლის ნამუშევრებიც ქვეყნის ფარგლებს უკვე გასცდა, ფოტოსერიის გაგრძელებას მომავალშიც აპირებს.