„ლეგენდების ქვეყანა“ მარტვილში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიებაში საქართველოს, ტაილანდის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, უკრაინისა და ბელორუსიის ანსამბლები და ჯგუფები მონაწილეობენ. გახსნის ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფესტივალი 25 ივლისს დაიხურება.