საახალწლო ღონისძიებები რეგიონებში

საახალწლო ღონისძიებას მასპინძლობს ჩხოროწყუ.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აღმაშენებლის ქუჩაზე მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო, მეწარმეების და კვების სივრცეები. ბავშვების განწყობაზე კოსტიუმირებული საახალწლო და ზღაპრის გმირები ზრუნავენ, საჩუქრებს კი სანტა კლაუსი არიგებს. საახალწლო ღონისძიება ჩხოროწყუში ქართველი შემსრულებლების კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება. ახალი წლის დღეები ასევე იმართება სამეგრელოს კიდევ ერთ მუნიციპალიტეტში – მარტვილში.

„ახალი წლის დღეები“ მიმდინარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც. მერიის მიმდებარედ, საშობაო ბაზრობა მოეწყო, სადაც ადგილობრივი ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ასევე სადღესასწაულო მარში გაიმართა. პატარები გართობაზე ილუზიონისტი, ზღაპრის გმირები და ანიმატორები ზრუნავენ. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს გორში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზეც.