„ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022“ დასრულდა

„ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022“ – რუსთაველის თეატრში დასკვნითი საღამო და ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საღამო კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებს მიეძღვნა.

ღონისძიებაზე ხალხური მუსიკის, ზეპირსიტყვიერების, ქორეოგრაფიული და ქართული გალობის ნიმუშები წარმოადგინეს. ფესტივალი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ცენტრის ინიციატივით, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.