პროექტი „არ დავივიწყოთ ქართული“

12:31, 29.11.2026

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, პროექტის „არ დავივიწყოთ ქართული“ ფარგლებში, თეატრალური წარმოდგენა – „ფესვები საქართველოა“ გაიმართა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან დევნილი და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები ახალგაზრდები, ასევე ადგილობრივი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები.

თეატრალური წარმოდგენა საქართველოს ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას, სამშობლოს სიყვარულს, ქართული ენისა და რწმენის მნიშვნელობასა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას მიეძღვნა.

მსგავსი