ფოლკლორის ფესტივალი მარტვილში

ლეგენდების ქვეყანა“ მარტვილში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიებაში  საქართველოს, ტაილანდის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, უკრაინისა და ბელორუსიის ანსამბლები და ჯგუფები მონაწილეობენ. გახსნის ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფესტივალი 25 ივლისს დაიხურება.