დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონია

ცერემონია, რომელსაც მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებს თავს. დღეს დედოფალ ელისაბედ მეორეს კრძალავენ.

ამ წუთებში გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ცხედარი უინძორების სასახლეშია დასვენებული, სადაც ის უესტმინსტერის სააბატოდან გადაასვენეს. დედოფალს მეფე ჯორჯ მეექვსის მემორიალურ სამლოცველოში მეუღლის, პრინც ფილიპის გვერდით დაასაფლავებენ. იქ არიან დაკრძალული მონარქის მშობლები და პრინცესა მარგარეტი. სამგლოვიარო ცერემონიას ესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ლიდერები. დიდ ბრიტანეთში 500-მდე სახელმწიფო მეთაური და ლიდერია ჩასული. უშუალოდ დაკრძალვის ცერემონია კი კერძო იქნება და ის ოჯახის წევრების და ახლობლების გარემოცვაში ჩაივლის. მანამდე ხუთი დღის განმავლობაში ელისაბედ მეორედ ცხედარი უესტმინსტერის სასახლეში იყო დასვენებული, სადაც მასთან გამომშვიდობების საშუალება ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა. დედოფლისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად ადამიანებს რამდენიმე საათის განმავლობაში რიგში უწევდათ დგომა. ათი დღეა, დიდ ბრიტანეთში გლოვაა გამოცხადებული. ელისაბედ მეორე, რომელმაც სამეფო ტახტზე 70 წელი გაატარა და რომელიც სამეფოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროის მონარქი იყო, 8 სექტემბერს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.