ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო

მარტვილში ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო გაიმართა. საღამოზე შეკრებილებს პოეტის ყველასთვის ცნობილი და ახალი ლექსები წარუდგინეს. მარტვილის მერია მუსიკალურ, შემოქმედებით და ლიტერატურულ საღამოებს მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩაატარებს.

მარტვილში უკვე ჩატარდა საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი – „ლეგენდების ქვეყანა,“ რომელშიც ოთხი ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.