საახალწლო ღონისძიებები რეგიონებში

მარტვილში დღეს საახალწლო ზეიმი გაიმართება.

დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მარტვილში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართება. ბავშვებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით გაუმასპინძლდება, უფროსებს კი ღონისძიების ორგანიზატორები უფასო გლინტვეინს სთავაზობენ.

მარტვილის ცენტრში 18 საათიდან გალა კონცერტი გაიმართება.