საახალწლო ღონისძიებები რეგიონებში

რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები იმართება.

მარტვილში საახალწლო ზეიმისთვის ემზადებიან. ქალაქის ცენტრი საახალწლოდ არის მორთული, დამონტაჟებულია საკონცერტო სცენა. საშობაო სოფელში ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა- გაყიდვაა მიმდინარეობს. პატარების განწყობაზე იზრუნებენ ზღაპრის გმირები და ანიმატორები. საახალწლო ზეიმი გალა-კონცერტითა და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.

საახალწლო ღონისძიებები ასევე იმართება ქედასა და ყაზბეგში.