ევრორეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფების მორიგი შეხვედრა დაახლოებით ორ კვირაში გაგრძელდება. პროცესში მთელი ოპოზიციური სპექტრია ჩართული, გამონაკლისი მხოლოდ „ლელოა“. პარტიაში მიიჩნევენ, რომ არსებული სამუშაო ჯგუფი ფარსია და საკუთარ ალტერნატიულ გეგმაზე ამახვილებენ ყურადღებას.
მმართველი გუნდი „ლელოს“ დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს. „ლელოს“ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ოპოზიციის ნაწილიც, თუმცა პარალელურად აცხადებენ, რომ პროცესში მონაწილეობის მიუხედავად, არ შეცვლილა მათი პოზიცია და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ევროპულ დავალებებს მაინც არ შეასრულებს. სწორედ ცხრა ახალი რეკომენდაციის შესრულებაზეა დამოკიდებული, დაიწყება თუ არა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოსთან მოლაპარაკებები.