ევრორეკომენდაციების შესრულების გეგმა

ზუსტად ერთი კვირა რჩება ევროკავშირის ოფიციალური გადაწყვეტილების გამოცხადებამდე. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდსაც და ოპოზიციასაც პოზიტიური მოლოდინი აქვთ. მათი აზრით, ევროკომისიის მიერ მიღებული რეკომენდაცია არ შეიცვლება და საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

ხელისუფლების ოპონენტების მოსაზრებით დადებითი გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის დამსახურებაა. „ქართული ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ საქართველო ერთი წლის წინაც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და მმართველმა გუნდმა საზოგადოებასთან ერთად ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა კანდიდატის სტატუსის მისაღებად.