ევრორეკომენდაციების შესრულების გეგმა

ოპოზიცია ხელისუფლების სამოქმედო გეგმის გასაჯაროებას ელოდება. ევროპისგან დადებითი რეკომენდაციის შემდეგ მიღებული ახალი საშინაო დავალების შესასრულებლად მომზადებული გეგმა, ევროკომისიაშია გაგზავნილი. სავარაუდოდ, სწორედ მთავრობასა და ევროკომისიას შორის კონსულტაციების შემდეგ გამოქვეყნდება გადასადგმელი ნაბიჯების შინაარსი. ცხრაპუნქტიან გეგმაში დეტალურადაა გაწერილი ვადები და ის სამუშაოები, რომლებიც სხვადასხვა უწყებამ ბრიუსელისგან მოთხოვნილი რეფორმების გასატარებლად უნდა ჩაატაროს.

საკანონმდებლო ცვლილებების გამო, მთავარი სამუშაო პროცესი პარლამენტში წარიმართება. თუმცა, სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის სრული შემადგენლობის ჩართვა ამჯერადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე ოპოზიციურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობაა.