ევრორეკომენდაციების შესრულების გეგმა

ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ცხრა დღე რჩება. შეძლებს თუ არა ქართული პოლიტიკური სპექტრი ახალ დავალებაზე ერთობლივ მუშაობას, ისევ გაურკვეველია. მმართველი გუნდის ოპონენტები ხელისუფლების სამოქმედო გეგმის გასაჯაროებას ელოდებიან. სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად მუშაობას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ.